Foto

მანჯგალაძე „ქართული ოცნებიდან“ წასულებზე - ამ ხალხს ბიძინას შაჰიდები უნდა დავარქვათ

ბიძინას შაჰიდები დავარქვათ ამ ხალხს. - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები არიან ქართული ოცნების სპეციალურ დავალებათა ჯგუფი.

"ძალიან კარგად იცის ამერიკამ და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა და ამერიკულმა ანალიტიკურმა წრეებმა რომ ქართული ოცნება აცდა დასავლურ კურსს. ამის გამოძახილი არის ის ანტიამერიკული და ანტიქართული ისტერია, რაც მოაწყო ქართულმა ოცნებამ. ვეთანხმები ქალბატონ ელჩს, არანაირი განსხვავება სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, ყაველაშვილი და კიდე ვინ არის, ხო, გურამ მაჭარაშვილს შორის და ქართული ოცნების სხვა დარჩენილ წევრებს შორს, არ არის. ამას უნდა დავარქვათ ქართული ოცნების სპეციალურ დავალებათა ჯგუფი. ბიძინას შაჰიდები დავარქვათ ამ ხალხს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.