რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ბირთვული ავარიის რისკებს ზრდის. - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი უნდა იყოს რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ.
"მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი იყოს რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ, ასევე, ჩვენ ყველამ ერთად გადავდგათ ნაბიჯები, რათა დავარწმუნოთ რუსეთი დაასრულოს ეს ომი. რუსული ძალების მიერ ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას. ზრდის ბირთვული ავარიის ან ინციდენტის რისკს და საფრთხეს უქმნის უკრაინის, მეზობელი ქვეყნების და საერთაშორისო თანამეგობრობის მოსახლეობას. სასწრაფოდ დაუშვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირება და უზრუნველყოს რუსული ძალების გაყვანა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press