უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ინფორმაციას გარდაცვლილის და ავრცელებს.
მისი ცნობით, ბერდია ჯოხაძე 12 აგვისტოს, ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედაგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის.
19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშუეთის ეკლესიაში. პანაშვიდი გაიმართება 12:00-დან - 20:00 საათამდე. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მობრძანდეთ და პატივი მიაგოთ მის სულს", - წერს ბელა ჯოხაძე.
დღეის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთთან ომს 18 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press