რუსეთს სურს ხარკოვი გადააქციოს ალეპო- 2016, გროზნო- 1996 ან ვაშავა- 1945,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ საშინელებათა 175 დღე გამოიარა, რუსეთი კი ჰაერში სისხლიანი სანახაობით ტკბება.
„საშინელებათა 175 დღე. რუსეთს სურს ხარკოვი გადააქციოს ალეპო- 2016, გროზნო- 1996 ან ვაშავა- 1945.
დეტალები: ყოველდღიური ტერორი, სარაკეტო თავდასხმები საცხოვრებელ და სამოქალაქო უბნებზე. რუსეთი ჰაერში სისხლით ტკბება. ყველა ვინც აგრძელებს მოსკოვთან ურნიერთობას არის ამ დანაშაულის თანამონაწილე",- წერს პოდილიაკი.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამით ოკუპანტებმა ხარკოვი დაბიმბეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 37 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 21:30 საათზე რუსული რაკეტა, სავარაუდოდ ისკანდერი, სალტივსკის რაიონში სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. სახლი თითქმის მთლიანად განადგურდა, იყო მასშტაბური ხანძარი.
ბოლო მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ შვიდი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვი (დილას საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 20 დაღუპულის შესახებ განაცხადა, მათგან 4 გადაარჩინეს).
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press