18 აგვისტოს ღამით რუსებმა ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს. - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოთხი რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს, რის შედეგადაც დაიღუპა 1 და 3 ადამიანი დაშავდა.
"18 აგვისტოს ღამით რუსებმა ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს, დაბომბვა ვასილიევსკის რაიონიდან განხორციელდა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტ...
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ...
ცხადია, რომ საქართველო არ შევა ევროკავშირში თავ...
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბი...
ივანიშვილის ოჯახი რეჟიმის მიერ საქართველოს აშშ-...
Mana press