ბოლო ორი კვირაა, რაც შეხვედრები გვაქვს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საუბარი ეხება რეფორმებს სასამართლო და საარჩევნო სისტემაში, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა რეფორმა მნიშვნელოვანია მათთვის, იქნებიან ჩართულები და დააკვირდებიან პროცესებს.
"ბოლო ორი კვირაა, რაც შეხვედრები გვაქვს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საუბარი ეხება რეფორმებს სასამართლო და საარჩევნო სისტემაში, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. გზავნილები, რომლებიც ჩვენ ჩამოვიტანეთ, არის ის, რომ პროცესის მხრივ ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს ინკლუზიურობისკენ, პარლამენტში მუშაობისკენ, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისკენ. რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ ვეყრდნობით ასოცირების შესახებ დღის წესრიგს, რომელიც შეთანხმებული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელშიც ასევე არის განხილული პრიორიტეტები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის რეკომენდაციები. ყველა ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართულები და დავაკვირდებით პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press