19 აგვისტოს კიევის რეჟიმი ამზადებს რეზონანსულ პროვოკაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალ-ლეიტენანტი, იგორ კონაშენკო ავრცელებს.
მისივე თქმით, აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ნიკოპოლიდან საარტილერიო დარტყმებს განახორციელებენ, შემდეგ კი ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგების აღმოფხვრის დემონსტრირებას მოაწყობენ.
"19 აგვისტოს კიევის რეჟიმი ამზადებს რეზონანსულ პროვოკაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, რის შედეგადაც რუსეთის ფედერაციას დაადანაშაულებენ ამ ელექტროსადგურზე ხელოვნური კატასტროფის შექმნაში". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press