„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაბრუნებლად, ამბოხებასა და რევოლუციაცე ფიქრი გამართლებულია.
ჯაფარიძე განმარტავს, რომ მმართველმა ხელისუფლებამ საზოგადოება დააშინა.
“ნუ უსმენთ ამ ს*რებს და ნუ გეშინიათ. ფიქრი, საუბარი და მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, შენობების დაკავებაზეც, გზების გადაკეტვაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც.
თუ დაფიქრდებით, მიხვდებით რომ ისე დაგაშინეს, ასეთი ფრაზების გონებაში გავლებაც კი გაფრთხობთ. ახლაც ამიტომ მორთო გნიასი ერთი ჩატით მართულმა მეძავთა ხროვამ - რომ შეგეშინდეთ.
ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება მიტაცებულია, სადაც არჩევანის უფლება წაგართვეს, სადაც უზურპატორი გაზის თავზე და გიმტკიცებს ჩემი &ლე სალამურიაო, სადაც ყველა გაქცევაზეა ვისაც არათუ ინტელექტი, არამედ ელემენტარული ინსტინქტები აქვს შერჩენილი, სადაც ვიღაც მონები ჩვენი სახელით ყოველდღიურ რეჟიმში აგინებენ მთავარ მეგობარ ქვეყანას, რომლის მხარდაჭერაზეც დგას ჯერ კიდევ თუ რამე დარჩა ამ ქვეყნის სუვერენიტეტისგან და უსაფრთხოებისგან.
აბა რაზე უნდა იფიქრო? აბა რაზე უნდა ილაპარაკო?" - წერს ჯაფარიძე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press