საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, მოსმენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მმართველი გუნდი ეხმაურება.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, ამტკიცებს პრეზიდენტს მოსმენებთან დაკავშირებით არასწორი განცდა აქვს.
"შეიძლება ვინმეს ვინმე თავის თანამშრომელი უსმენს მე რა ვიცი, რა გავაკეთო ეხლა როგორ გითხრათ. ქუჩაში იყიდება პატარა ჩამწერი მოწყობილობები. თუ პრეზიდენტს აქვს განცდა, მე მგონია მცდარი განცდაა. მე მაგალითად არ მიჭირს ტელეფონით საუბარი, არ მიჭრის ოთახში დავჯდე და ვინმეს ვესაუბრო, მათ შორის ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არ მინდა სხვამ გაიგოს. არ მაქვს ეს განცდა" განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე მოსმენებთან დაკავშირებით ისაუბრა. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რამის საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. მოსმენების კანონი ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press