ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ შოკში ჩამაგდო . - ამის შესახებ ყოფია ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა "ფორმულასთან" განაცხადა.
მისივე თქმით, მედია თავისუფლება და აზრთა პლურალიზმი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.
"რაც შეეხება მედიაგარემოს, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. როცა წავიკითხე, რომ ერთ-ერთი თქვენი კოლეგა დააპატიმრეს, რომელიც ერთ-ერთი დამოუკიდებელი ქართული ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტია, შოკში ჩავვარდი. კარგია, რომ მიუხედავად ამისა ქართველებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ღია კარი და დაუახლოვდნენ ევროკავშირს, მაგრამ მედია თავისუფლება და აზრთა პლურალიზმი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press