Foto

ერმაკი - ევროკავშირმა რუსების წინააღმდეგ პირადი სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა რუსების წინააღმდეგ პირადი სანქციების სია გააფართოვა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების სიაში უკვე შედის 100-მდე ორგანიზაცია და ათასზე მეტი ადამიანი.

"ევროკავშირმა რუსეთის მინართ სანქციების სია გააფართოვა, სანქციების სიაში უკვე შედის 100-მდე ორგანიზაცია და ათასზე მეტი ადამიანი - ესენი არიან პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები. პირადი სანქციები მოიცავს, ევროკავშირში შესვლის აკრძალვას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.