ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მემკვიდრე ჯო ბაიდენი „სახელმწიფოს მტრად“ გამოაცხადა.
8 აგვისტოს ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, პირველი საჯარო გამოჩენისას, ტრამპმა მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას „სამართლიანობის ფარსი“ უწოდა და დასძინა, რომ ეს გამოიწვევს „ისეთ რეაქციას, როგორიც არავის უნახავს“.
„ამერიკის თავისუფლების რეალური საფრთხის უფრო ნათელი მაგალითი არ შეიძლება არსებობდეს, როგორც ეს სულ რამდენიმე კვირის წინ, თქვენ ნახეთ, როდესაც ჩვენ გავხდით ამერიკის ისტორიაში ნებისმიერი ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ბოროტად გამოყენების მოწმე ის სახელმწიფოს მტერია. თქვენ ეს უნდა იცოდეთ", - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლი ფლორიდაში FBI-ს აგენტებმა გაჩხრიკეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN-ი ავრცელებს. მათი ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტს ტრამპის წინააღმდეგ ორი გამოძიება აქვს დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტების გატანა-დამუშავებას ეხება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ჩხრეკა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press