საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, რომ მთავრობა შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს და ევროკავშირს სურს იხილოს პრესის თავისუფლების პატივისცემა.
"თორმეტივე პუნქტი მნიშვნელოვანია. ევროკავშირს არ უთქვამს, რომ ერთი პუნქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე. საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, რომ მთავრობა შეასრულებს ყველა რეკომენდაციას. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველომ ამ მიზანს მიაღწიოს. მე არ მინდა შინაურ საქმეებში ჩავერიო, მაგრამ ვიტყვი იმას,რომ პრესის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის წინაპირობაა. საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს და ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ პრესის თავისუფლების პატივისცემა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და იმედი გვაქვს, რომ ამას ვიხილავთ",- განაცხადა კრამერმა.
შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press