"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ შექმნილი "უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის" განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.
მელიამ გამართულ ბრიფინგზე სამ-პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა წარადგინა, რაც მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად დაეხმარება.
"30 წლის წინ საქართველომ თავი დააზწია დიდი ბრძოლის შედეგად იმპერიულ წიაღს თავი დააღწია და განაგრძო სვლა ევროპისკენ. ეს სვლა ხან იყო უფრო სწრაფი, ხან იყო უფრო ნელი, მაგრამ სვლა არასოდეს შეჩერებულა, არასოდეს შეჩერებულა დღევანდელ დღემდე, სამწუხაროდ და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ვევროპულ პერსპექტივებთან, ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფო - საქართველო. ჩვენი ბედის უკუღმართობით, ამ ისტორიულ მომენტში ქვეყნის მართვის სადავეებთან არის „რუსული ოცნება“, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და საქართველოს მიათრევს უკან, იმპერიულ წიაღში. არადა ხალხის ნება არის ევროპა. ამ გზაზე პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯია, რომ საქართველომ ევროკავშირის მიიღოს კანდიდატობის სტატუსი. ოლიგარქის „ოცნება“ კი სრულიად საპირისპიროს აკეთებს. ის დაუპირისპირდა ხალხს და ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ძალიან მალე. დასაკარგი დრო ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. ეს უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა შეიძლება ძალიან მალე დაიხუროს და ამაში დამნაშავე ვიქნებით ყველანი, თითოეული ჩვენგანი. სწორედ ამიტომ, შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. და რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა:
1. მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახის და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.
2. უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ვესაუბრებით ყველგან ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად. როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ. მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანები, სადაც გამორიცხული იქნება, ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს. თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა, გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე.
3. უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია და აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ „რუსული ოცნების“ პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლელ გზას და საბოლოოდ რუსული ორიენტირი აირჩია საბოლოოდ. ვაღიაროთ, მათი მხრიდან ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 არც 2021 წლებში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press