ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არცერთხელ არ ჰქონია ომი,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მუქარას.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ ბევრად მეტი რუსი იყო, თუმცა საფრთხე არ შექმნილა.
" რუსების საქართველოში უკონტროლო შემოდინება არ ხდება. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს ასე იყო. რამდენიმე წლის წინ რუსების რაოდენობა საქართველოში სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა, თუმცა, ისიც კონტროლდებოდა. რა თქმა უნდა, რუსეთისგან ქვეყანას საფრთხები აქვს. 10 წელია იმით ვართ დაკავებული, რომ ქვეყანა ზოგადად საგარეო და მათ შორის, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისგან დავიცვათ. წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, ჩვენ ამას ვახერხებთ. ყველა წინა ხელისუფლებას ჰქონდა ომი. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არცერთხელ არ ჰქონია ომი და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებით და ვეცნობით. აგრეთვე, გვაქვს სახელმწიფოებრივი და პრაგმატული პოლიტიკა და ეს ყველაფერი ამის შედეგია," - აცხადებს კობახიძე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press