Foto

პაპუაშვილი - რუსეთს საბაბი არ სჭირდება, თუკი გადაწყვეტილებებს იღებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „პალიტრანიუსის“  ეთერში, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას აცხადებს, რომ საბაბები რუსეთს არ სჭირდება, თუკი ის გადაწყვეტილებებს იღებს.

მისი თქმით, საქართველომ ძალიან ბრძნულად უნდა გაიაროს ისტორიის ეს მომენტი.

"გვიქმნის კი არა, ჩვენ ამ საფრთხეში ვცხოვრობთ, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც რუსეთის ჯარი ჩვენი ნებართვის გარეშე დგას და აქვს ოკუპირებული ტერიტორია. საფრთხეები რომ არსებობს, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ.

რაც შეეხება რაღაც საფუძვლების შექმნას, ერთ-ერთი, რაშიც ჩვენი ისტორიითაც დავრწმუნდით და ვხედავთ ახლა უკრაინაშიც, არის, რომ საბაბები რუსეთს არ სჭირდება, თუკი ის გადაწყვეტილებებს იღებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ისტორიის ამ მომენტში საქართველომ ძალიან ბრძნულად გაიაროს ისტორიის ეს მომენტი, იმისთვის, რომ იყოს ერთის მხრივ, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და ხედავთ, სწორედ ამის შედეგია საბოლოო ჯამში ის, რომ ეკონომიკურადაც, მოსახლეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორც ვართ მათ შორის... რომ მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეები მაღალია, ის მშვიდობა, რომელიც საქართველოში არის შენარჩუნებული, სწორედ უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის ერთის მხრივ უსაფრთხოებას და მეორეს მხრივ, კეთილდღეობას,“- აცხადებს პაპუაშვილი.