კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, უკრაინის მმართველი პარტიის უმრავლესობის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ქართველებს დეოლიგარქიზაციაში დახმარება შესთავაზა.
წულუკიანის თქმით, საქართველოს არ სჭირდება დახმარება იმაში, რომ ქვეყანაში ატყდეს ომი და იყოს დესტაბილიზაცია.
"ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ომი. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები და პირიქით, სულ სხვა სტილით ვმართავთ ქვეყანას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ხანდახან მთავრობა და პარლამენტი აკეთებს შეუძლებელსაც კი იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რომ ბავშვები დილით კარგ ხასიათზე მიდიოდნენ ბაღებსა და სკოლებში და ზაფხულში ისვენებდნენ მშვიდობიან გარემოში. მინდა უკრაინას ვუსურვო ძალიან მალე მშვიდობის დამყარება, გამთლიანება მის ტერიტორიებს და სუვერენიტეტს გაძლიერება და ბატონ არახამიას ვურჩიო, რომ სწორედ ამ საქმით დაკავდეს", - ამბობს წულუკიანი.
ცნობისთვის, უკრაინის მმართველი პარტიის უმრავლესობის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ ქართველებს დეოლიგარქიზაციის პროცესში დაეხმარება. მისი თქმით, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის აშშ-ისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარი წყაროა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press