Foto

პოდოლიაკი - უკრაინის ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანმა კონტრშეტევამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ასვე დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი.

„რას ეუბნება მსოფლიოს ეფექტიანი უკრაინული კონტრშეტევა?

1. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია. შესაბამისად კონფლიქტის გაყინვა არ იქნება.

2. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, კრეატიულად და ეფექტიანად გამოიყენოს თანამედროვე დასავლური იარაღი.

3. დროა, რუსული ჯარები გაეთრიონ. ეს იქნება მტკივნეული“, - წერს პოდოლიაკი.