Foto

ზელენსკი - პირველი სექტემბრიდან ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ

ჯამში, პირველი სექტემბრიდან ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით მადლიერია ყველა ადამიანის, ჯარის, დაზვერვის ოფიცრების და სპეციალური სამსახურების, უკანასკნელ დღეებში აღმართული თითოეული უკრაინული დროშისთვის. 

" ჯამში, პირველი სექტემბრიდან მოყოლებული, ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ. ყველას მადლიერი ვარ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. მადლიერი ვარ ჯარის, დაზვერვის ოფიცრების და სპეციალური სამსახურების, უკანასკნელ დღეებში აღმართული თითოეული უკრაინული დროშისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.