Foto

უკრაინა - ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა პირველად ირანული თავდასხმის დრონი კუპიანსკის მახლობლად გაანადგურეს

ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული თავდასხმის დრონი კუპიანსკის მახლობლად. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

მათივე თქმით, ეს არის შორ დისტანციაზე მოქმედი კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული თავდასხმის დრონი კუპიანსკის მახლობლად, დრონის ფრთის ელემენტების გარეგნობის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატი. ეს არის შორ დისტანციაზე მოქმედი კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.