ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოდის იზიუმიდან იმის შესახებ, რომ ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ მასობრივი საფლავები. - ამის შესახებ იზიუმის მერის მოადგილემ, ვოლოდიმირ მაცოკინმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოჩენილია მოკლული ადამიანების ცხედრები.
„მსხვერპლის რაოდენობას ვერ დავასახელებ. შეიძლება იყოს ათასზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოდის იზიუმიდან იმის შესახებ, რომ ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ მასობრივი საფლავები. აღმოჩენილია მოკლული ადამიანების ცხედრები... ჩვენ უკვე ვიცით ამ ადამიანების სახელები, უკვე ვიცით გარემოებები... ვიცით ციხეების შესახებ, ვიცით იქიდან ისტორიები, როგორ გაიქცნენ ადამიანები შეიარაღებული ძალების შემოსვლისას. ჩვენ ვიცით, რომ ამ ციხეებში ქალებს აწამებდნენ ელექტროშოკით, ამცირებდნენ“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press