ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ - უკრაინის დროშას. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, წინ გამარჯვებისკენ.
"ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ - უკრაინის დროშას. ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში. და ეს ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქში და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა, ასევე ზელენსკიმ უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press