დღეს ჩვენს ქვეყანას ეროვნული და პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება ჰყავს. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არ შეუერთდება არც სანქციებს და ქვეყანაში არც მეორე ფრონტი გაიხსნება.
"ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები და განცხადებები ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ. მათი დამოკიდებულება, დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი და ის ყველა წარმატებასა და წინსვლას ეწინააღმდეგება. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანას ეროვნული და პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება ჰყავს. საქართველო არ შეუერთდება არც სანქციებს და ჩვენს ქვეყანაში არც მეორე ფრონტი გაიხსნება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press