თუ აშშ უკრაინას რაკეტებს მიაწვდის, წითელ ხაზს გადაკვეთს. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისივე თქმით,რუსეთი საკუთარი ტერიტორიის ყველა საშუალებით დაცვის უფლებას იტოვებს.
"თუ აშშ უკრაინას რაკეტებს მიაწვდის, წითელ ხაზს გადაკვეთს, რუსეთი იტოვებს უფლებას საკუთარი ტერიტორია ყველა საშუალებით დაიცვას. მსგავსი სცენარის არსებობის შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით, შესაბამისად ვიმოქმედოთ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press