დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დეოკუპირებულია. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა.
"დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დეოკუპირებულია. ეს ჩვენი მებრძოლების მხრიდან უპრეცედენტო მოქმედება იყო. უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. რუსეთის ჯარი ხარკოვის ოლქში 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, დამპყრობლებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც კი უცდიათ. ისინი მხოლოდ ანადგურებდნენ, აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. სოფლები გაანადგურეს და ზოგიერთ მათგანში არცერთი ხელუხლებელი სახლი არ დატოვეს. რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press