სირიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იერიში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მწვანე სოფელში 18 სექტემბერს განხორციელდა.
როგორც ცენტრალური სარდლობა ოფიციალურ გვერდზე წერს, ბაზისკენ გასროლილმა 107 მმ-იანმა სამმა რაკეტამ მიზანს ვერ მიაღწია და კოალიციური ძალების დაზიანება ვერ შეძლო. ბაზიდან 5 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს რაკეტის გამშვები დანადგარები და ასევე მეოთხე რაკეტა.
ამ დროისთვის, მწვანე სოფელში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება მიმდინარეობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press