დადგენილია სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 5 ბავშვი გამოავლინეს 4-დან 16 წლამდე ასაკის კატეგორიაში.
"დადგენილია სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. 4-დან 16 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი გამოვლინდა ამ კატეგორიის ომის დანაშაულის მსხვერპლად. მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ასეთი დანაშაული გაცილებით მეტია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press