უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და მაღალ ტარიფებს ბოლოს მოუღებს.
"უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ევროპელები ამას თავიანთ გადასახადებში ხედავენ. უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და მაღალ ტარიფებს ბოლოს მოუღებს. დღესდღეობით, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ევროპული ოჯახების კეთილდღეობისთვის ყველაზე მცირე ინვესტიციაა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press