იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე პარლამენტი არცერთ ცვლილებას არ თანხმდება. - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის არსებული მოდელი არ იცვლება.
"დღეს 6 საათიანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტში ევროკავშირის წინაპირობების შესრულების თაობაზე სასამართლო სისტემის გარშემო:
ეს იყო მთავარი შეხვედრა ამ ჯგუფის ფარგლებში, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა იყო განსახილველი საკითხი:
სამწუხაროდ არცერთი განხილული საკითხი არ იქნა გათვალისწინებული.
1) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მოსამართლეები +1 ხმა იქნება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად როგორც დღესაა. ზოგგან მხოლოდ მოსამართლეების ხმები იქნება საჭირო; არაფერი იცვლება ამ მიმართულებით;
2) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის არსებული მოდელი არ იცვლება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ 12 პუნქტიან გეგმაში, ერთ-ერთი პუნქტი სასამართლო სისტემის „კლანისგან“ განთავისუფლებაა, გუშინ, 16 სექტემბერს, „მთავარ არხთან," უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე და „კლანურ" სისტემაზე, რაც სასამართლოშია.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press