იზიუმში მასობრივი საფლავიდან 146 ცხედარი უკვე ამოსვენებულია. - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვია.
"იზიუმში მასობრივი საფლავის ადგილიდან დაღუპულთა ცხედრების ეგსჰუმაცია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში 146 ცხედარი იქნა ამოღებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 2 ბავშვი... ყველა ცხედარი იგზავნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე, რათა საბოლოოდ დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press