ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ პოლიტიკაში ვერ ვერევით. - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მისივე თქმით აპირებს პროკურატურაში გოგაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებებით მივიდეს.
"ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ პოლიტიკაში ვერ ვერევით და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკოსი გამოდის და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე იძახის, რომ ეს კლანი კი არა ეს არის ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფიო. ამიტომ მე მივდივარ პროკურატურაში, მინდა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს თუ რაღაც გამოვლინდება, რეალურად რომ არ არის ფაქტი, და ეს არის ცილისწამება, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს, ან მორალურად, ან თუ არის დანაშაულის ნიშნები, დანაშაულის ნიშნებზე წავიდეს გამოძიება, ასე არ შეიძლება, რომ გამოდიან და ჩირქს სცხებენ სასამართლოს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანა, სოსო გოგაშვილმა სასამართლოში არსებულ კლანზე და მურუსიძის გავლენებზე ისაუბრა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press