„PSP დაზღვევა“ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოზიდული პრემიით ავტოდაზღვევის ხუთეულშია, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაში, მეოთხე-მეხუთე ადგილს იკავებს თიბისი დაზღვევასთან ერთად.
პსპ დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე უკვე 12 წელია სტაბილურად იკავებს ლიდერ პოზიციებს და მოზიდული სადაზღვევო პრემით პირველ ხუთეულშია.
„დაზღვევის ინდუსტრიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სამედიცინო დაზღვევის განვითარებას სხვადასხვა სტიმულირების მექანიზმებით და ამით გაიზარდოს ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსარგებლე მოსახლეობის წილი. ასევე აუცილებელია დროულად გადაიდგას ნაბიჯები სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემოღებით. ნებაყოფლობითი დაზღვევის სტიმულირება და განვითარება არის კრიტიკულად
მნიშვნელოვანი სამივე მხარისათვის. პირველ რიგში მოქალაქე უკეთ დაცულია სამედიცინო რისკებისაგან, მეორეს მხრივ დაზღვევის ბიზნესი ვითარდება, ბოლოს კი მთავარია , რომ სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსებს მიმართავს მიზნობრივად სოციუალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებისათვის.
საყურადღებოა სავალდებულო დაზღვევის განვითარება ქონებრივი რისკების მართვის მიმართულებით. ეს არის ის გზა და გამოსავალი რაც აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში. სავალდებულო დაზღვევით მცირდება ქონებრივი რისკები რაც მოსახლეობისთვის და კერძო ბიზნესისთვის დიდი ტვირთია“ - აცხადებენ “პსპ დაზღვევაში“.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press