Foto

ზახაროვა - აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა სრულიად უხამსი იყო

აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა სრულიად უხამსი იყო. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს მიაწერა სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთი მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება.

"რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას, ვფიქრობ, რომ ის სრულიად უხამსი იყო. საქმე იმაშია, რომ მან გამოსვლა თითქოს რუსეთის პრეზიდენტის ციტირებით დაიწყო. მან მიაწერა რუსეთის პრეზიდენტს სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.