ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინელ სამხედროებზე გავცვალეთ თურქეთიდან რუსეთში გავაგზავნეთ. - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასასრულებლად.
"ეს ყველა ჩვენი სტუმარია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მათგანზე, მედვედჩუკზე. ჩვენ ის რუსეთის ფედერაციაში გავაგზავნეთ და მტკიცედ ვაგრძელებთ პროცესს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press