Foto

კალაძე - საცობების მიზეზი საშვილიშვილო სამუშაოებია

საცობები ყოველთვის იყო, მაგრამ ასე გადამეტებით არა და ეს გამოწვეულია საშვილიშვილო სამუშაოებით. - ამის შესხებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ საცობებს დღის განმავლობაში, რაც გვაქვს. 

"ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის გამზირი არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი, რომელიც დღეს გადაკეტილია, მიმდიმარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მთლიანად მოწესრიგება...
ახლანდელ მდგომარეობას ავხსნი იმით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ საცობებს დღის განმავლობაში, რაც გვაქვს. 
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს" . - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კახი კალაძეს ჟურნალისტებმა ასევე კითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე, რაზეც მან უპასუხა, რომ ჟურნალისტებს ისედზც ბევრი აქვთ სანერვიულო და ამაზე ნუღარ იფიქრებენ.