ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკში მამაკაცმა სამხედრო კომისარს ცეცხლი გაუხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გასროლამდე მამაკაცმა, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, კომისარიატში მყოფ წვევამდელებს მიმართა - "ახლა ყველანი სახლში წავალთ".
თავდამსხმელი, რომელიც 25 წლის ადგილობრივი მცხოვრები რუსლან ზინინია, შემთხვევიდან მალევე დააკავეს.
რაც შეეხება სამხედრო კომისარ ალექსანდრე ელისეევს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომისარი დაიღუპა, თუმცა რეგიონის ხელმძღვანელმა, იგორ კობზევმა განაცხადა, რომ ელისეევი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
მომხდარს საგამოძიებო კომიტეტი ორი მუხლით იძიებს.
შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა.
ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press