Foto

მედია - პუტინმა კადიროვს დაღესტანში საპროტესტო აქციების ჩახშობა უბრძანა

პუტინმა კადიროვს დაღესტანში საპროტესტო აქციების ჩახშობა უბრძანა. - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ანზორ მასხადოვის შვილმა განაცხადა, რომ კადიროვის მებრძოლთა რაზმი უკვე შექმნილია.

"მათი ამოცანა იმ დაღესტნელების დემონსტრაციული ხოცვა-ჟლეტაა, რომლებიც  პუტინის მიერ  გამოცხადებულ "მობილიზაციას" ეწინააღმდეგებიან". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.