არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის პოზიციაზე ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები ოფიციალურად წარადგინეს.
როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული სამი კანდიდატი ფართო კონსენსუსის საფუძველზე შეირჩა და მათ რეკომენდაციას 52 არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი უწევს.
"ეს ადამიანები არიან დიდი გამოცდილებით ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის, არიან პრინციპულები, აპოლიტიკურები, რაც მთავარია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეული, პრინციპული სახალხო დამცველის კანდიდატები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მე მინდა, რომ ამ ორგანიზაციების სახელით მოვუწოდო პარლამენტის პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ მათ დაუჭირონ მხარი, წარადგინონ თავიანთ კანდიდატებად და შემდგომ უკვე პარლამენტში კენჭი უყარონ და რაც მთავარია, პოლიტიკური კონსენსუსით შევარჩიოთ ახალი სახალხო დამცველი", - განაცხადა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press