Foto

რუსეთში ანტისაომარი განწყობებით ცნობილი პოეტი არტიომ კამარდინი გააუპატიურეს

მოსკოვში ანტისაომარი განწყობებით ცნობილი აქტივისტი და პოეტი არტიომ კამარდინი აწამეს და გააუპატიურეს მას შემდეგ, რაც მან 25 სექტემბერს, მოსკოვის ცენტრში, სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კამარდინი 26 სექტემბერს, აქტივისტებთან - ალექსანდრა პოპოვასა და ალექსანდრე მენიუკოვთან ერთად, საკუთარ ბინაში დააკავეს, შემდეგ კი, ტვერსკოის ოლქის საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს.

Настоящее Время-ს ინფორმაციითვე, უშიშროების ძალებმა დაკავებისას კამარდინი სცემეს, გააუპატიურეს, აღნიშნული ძალადობა კი, გადაიღეს და ალექსანდრა პოპოვას აჩვენეს. 

პოპოვა აცხადებს, რომ უშიშროების ძალები მასაც დასცინოდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

კამარდინსა და კიდევ ორ აქტივისტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სიძულვილის გაღვივების მუხლით.