საქართველო-რუსეთის საზღვარზე მუშაობს სამხედრო გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელიც გასასვლელში ყველა მოქალაქეს ამოწმებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურმა განაცხადა.
როგორც პრესსამსახურში ამბობენ, საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ.
„საქართველოს საზღვარზე მუშაობს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოები. ისინი გასასვლელში ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი სამხედრო სამსახურს და გაწვევას. თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვემდებარება გაწვევას, ამ შემთხვევაში მას გადაეცემა უწყება“, – განაცხადეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press