მოხალისეების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ აფხაზეთს, რათა მონაწილეობა მიიღონ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში, მუდმივად იზრდება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
არძინბას თქმით, აფხაზებმა "დამოუკიდებლობა დიდი ტანჯვით და სისხლით" დაიცვეს, ამიტომ მათთვის დონბასის „თავისუფლება“ მნიშვნელოვანია.
"მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც", - განაცხადა ინალ არძინბამ.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ხელი ორმაგი მოქალაქეობის დარეგულირების საკითხზე ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს. "შეთანხმების" თანახმად, უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, აფხაზეთში მცხოვრები პირები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press