Foto

ბორელი - ევროკავშირი გმობს უკანონო „რეფერენდუმის“ ჩატარებას

ევროკავშირი გმობს უკანონო „რეფერენდუმის“ ჩატარებას და მათ გაყალბებულ შედეგს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევა.

„ევროკავშირი გმობს უკანონო „რეფერენდუმის“ ჩატარებას და მათ გაყალბებულ შედეგს.

ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის + ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევა, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფონზე.

ჩვენ მივესალმებით უკრაინელების გამბედაობას, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის შემოჭრასთან დაპირისპირებასა და წინააღმდეგობას",- წერს ბორელი.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარა.

კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობდა”.