საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერზე" წერს.
უწყების განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას",- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარა. კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობდა”.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press