Foto

რუსეთის მინიმალური ამოცანა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლებაა - პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ფსევდორეფერენდუმების შემდეგ, ქვეყნის მინიმალური ამოცანა "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის სრული განთავისუფლებაა". აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ყოველ შემთხვევაში, რაც შემიძლია გითხრათ აბსოლუტური სიზუსტით, თქვენ იცით, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყველა ტერიტორია ჯერ არ არის გათავისუფლებული. საუბარია 2014 წლის საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე. ამიტომ, მინიმალური ამოცანაა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გათავისუფლება“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23-27 სექტემბერს მიმდინარეობდა. კრემლის მტკიცებით, რუსეთთან შეერთებას მხარი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.