მე და პუტინმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცება უმნიშვნელოვანესი პროცესია.
ნოსტალგია არასდროს გვტოვებს. დიდი ხნის წინ, შეიძლება 25-27 წლის ვიქნებოდი, როცა ამ წმინდა მიწაზე ჩამოვედი. ბუნებრივია, პრეზიდენტი არ ვიყავი. შეიძლება ითქვას ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, პარლამენტის დეპუტატი. გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინთან აფხაზეთის პრობლემებს განვიხილავდით. ჩვენ ძალიან ბევრს, ღამემდე განვიხილავდით ამ საკითხს და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. საჭიროა მას დავეხმაროთ, რათა ამ აყვავებულმა მხარემ, ხალხმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ნორმალურად იცხოვრონ..რუსეთი მზადაა მხარში ამოსადგომად. ალბათ, მოვიდა დრო. დღეს ჩვენ, ისე როგორც არასდროს, დავინახეთ, როგორი გახდა სამყარო. ჩვენ წყნაარად ცხოვრებას არ გვაცდიან. ამიტომ მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამტკიცოთ". - ნათქვამია განცხადებაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press