რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი.
ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.
"რუსებმა ღამით ესროლეს რაკეტები დნეპროს. ამ ეტაპზე, 3 გარდაცვლილის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულია 5 ადამიანი, რომელთაგან ერთი 12 წლის გოგონაა. მაშველებმა ის დანგრეული სახლიდან გამოიყვანეს. იერიშის შედეგად, რამდენიმე კერძო სახლი მთლიანად დაინგრა. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ - შესაძლოა, იქ ბავშვებიც იყვნენ", - აცხადებს დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press