კრემლის განცხადებით, ხვალ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტულ გამოცემა „RIA Novosti“ ავრცელებს.
როგორც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლი ანექსიას ხვალ 15:00 საათზე გამოაცხადებს.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 30 სექტემბერს გათავისუფლებული ტერიტორიების მეთაურებს მოსკოვში შეხვდება, როდესაც ისინი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს მოეწერება ხელი“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, პუტინი ასევე აპირებს მოიწვიოს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა.
კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობდა”.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press