Foto

რუსეთმა ჩრდილოეთ საზღვარზე განლაგებული სამხედრო ძალების 80% უკრაინაში გადაისროლა

რუსეთმა ჩრდილოეთ საზღვარზე განლაგებული სამხედრო ძალების 80% უკრაინაში გადაისროლა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ევროპის ქვეყნების თავდაცვის უწყებების სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, ბალტიისპირეთისა და ფინეთის საზღვრებზე, რუსული ჯგუფი, დაახლოებით, 30 ათასი სამხედრო მოსამსახურისგან შედგებოდა, ჯგუფის 80% კი, შემოდგომში უკრაინაში გაიგზავნა. ნატო-ს საზღვართან, სადაც რუსული ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაცია შეინიშნებოდა, მოსკოვმა მხოლოდ ძირითადი "შემადგენლობის ხერხემალი" დატოვა. 

ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, სახმელეთო ძალების შემცირება შვიდი თვის განმავლობაში შეინიშნებოდა.

„რუსეთს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა აქ სახმელეთო ჯარების განლაგება, რომელიც ახლა პრაქტიკულად უბრალოდ გაქრა“, - ამბობს სამხედრო მაღალჩინოსანი. 

ამავე დროს, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთის ფლოტის ზომა თითქმის არ შეცვლილა. გარდა ამისა, რეგიონი რუსეთის საჰაერო ძალების ძლიერ ჯგუფს კვლავაც ინარჩუნებს.