Foto

ქაბულში აფეთქებას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სასწავლო ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 36 კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც CNN-ს ქაბულის პოლიციის სპიკერმა, ხალიდ ზადრანმა განუცხადა,  კააის სასწავლო ცენტრში იმ დროს მოხდა, როდესაც სტუდენტები უნივერსიტეტში ჩასარიცხად პრაქტიკულ გამოცდას აბარებდნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.