ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი ოკუპირებული აფხაზეთის დროშის სტიკერის გაკვრისთვის გაათავისუფლეს.
საქმე ეხება სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რომლის მიხედვითაც მე-11 კლასის მოსწავლემ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ცალკე რესპუბლიკად წარდგენა გააპროტესტა და აფხაზეთის დროშასთან ერთად, სტენდიდან რუსეთის დროშაც ჩამოხსნა.
მოსწავლის მშობლის განცხადებით, შემთხვევის გამო, დირექტორმა დაიბარა და მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანა მოსთხოვა.
"ყველაფერი დაიწყო აფხაზეთის დროშის გამო. კლასში ბავშვებმა განაცხადეს, თუ რატომ იყო სტენდზე აფხაზეთის დროშა. ბავშვმა რუსეთის დროშა თავისი ხელით ჩამოხსნა. დამიბარა დირექტორმა და მითხრა, რომ გადაიყვანე ბავშვი სადაც გინდაო. დღეს დროშა ჩამოხია და ხვალ ჩემს რუს მოსწავლეებს დამიზიანებსო. ანუ რუს მოსწავლეებზე უფრო მეტად ზრუნავს", - უთხრა "მთავარ არხს" მე-11 კლასელის დედამ, ნინო ნოღაიდელმა სატელეფონო საუბრისას.
სკოლის დირექცია, რომელმაც გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსწავლეს რუსეთის დროშის ჩამოხევის გამო საგაკვეთილო პროცესი დაატოვებინეს, კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
"დროშების თაობაზე მე ამ წუთას კომენტარს ვერ გავაკეთებ. დირექტორი გააკეთებს, ალბათ, კომენტარს", - ამბობს სასწავლო ნაწილის გამგე, მარინე ნაფეტვარიძე, რომელმაც ჟურნალისტების შეკითხვა - არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი - უპასუხოდ დატოვა.
ფაქტს ეხმაურება აჭარის განათლების მინისტრი და აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, რის გამოც, მე-7 სკოლის დირექტორი თანამდებობას დღესვე დატოვებს.
"მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს, ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იქნეს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული. ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას და შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო რესურსების შერჩევა - იქნება ეს სახელმძღვანელო თუ სხვა, მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს, ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობაზე, ბავშვების მომავალზე და აქედან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას", - აცხადებს მაია ხაჯიშვილი.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press